logo
ENG



2019 წელს სარეკლამო შემოსავლების მხრივ უპირობო ლიდერი იმედი გახდა - TI 

10 ივლ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 
8ynre8ft9hg2mh5.jpg

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2019 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2019 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 8.2 მილიონი ლარით, ანუ 10.9%-ით შემცირდა.

"ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. თუმცა, რომ არა ახლად შექმნილი ტელევიზიების - „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მფლობელების მხრიდან შემოწირულობის თუ სესხის სახით გაღებული თანხები, ტელევიზიების ჯამური შემოსავალი სოლიდურად დაიკლებდა.

2019 წელს ყველაზე დიდი სარეკლამო დანაკარგი „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა.  სარეკლამო ბაზრის შემცირების ძირითადი მიზეზი „რუსთავი 2-ზე“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დროებით შეჩერება იყო.

2019 წელს სარეკლამო შემოსავლების მხრივ უპირობოლიდერი ტელეკომპანია „იმედი“ გახდა. მან ჯამში, ჰოლდინგში შემავალ ტელევიზიებთან ერთად, რეკლამის სახით 28.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ეს ბაზრის 42.8%-ია, რაც 2018 წელთან შედარებით, 5.8% პროცენტული პუნქტით მეტია. მეორე ადგილზეა „რუსთავი 2“ ბაზარზე 32.8%-მდე შემცირებული სარეკლამო წილით, მესამეზე კი 5.6%-ით ტელეკომპანია „პირველია“.

კორონავირუსის პანდემიის პირველი თვეების შედეგები ტელევიზიების სარეკლამო ბაზარზე უკვე მძიმედ აისახა, განსაკუთრებით რეგიონულ ტელევიზიებზე და იმ მაუწყებლებზე, რომელთა რეკლამის ძირითადი დამკვეთებიც ქართული კომპანიები არიან. 2019 წლის მარტში, გასულ წელთან შედარებით, სატელევიზიო რეკლამა 4.1%-ით შემცირდა.

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, რადიოს ჯამური შემოსავალი 174 ათასი ლარითაა (1.8%) შემცირებული, სარეკლამო შემოსავალი კი 192 ათასი ლარით არის გაზრდილი (2.2%). სარეკლამო შემოსავლების მხრივ რადიოებს შორის ჰოლდინგი „ფორტუნა“ ლიდერობს (5 მლნ ლარი)", - წერია ანგარიშში. 

სრული ანგარიში ნახეთ აქ


close დახურვა